რეგისტრაცია
ავტორიზაცია
თქვენი ნიკი
თქვენი ელ-ფოსტა
პაროლი
სიახლეების გამოწერა
თქვენი ნიკი
პაროლი
რეგისტრაცია | ავტორიზაცია
რეპროდუქციული ჯანმრთელობა
ორსულობის დაგეგმვა
დაორსულება
სირთულეები
სხვადასხვა
ორსულობის პერიოდები
ორსულის ჯანმრთელობა
ორსულზე ზრუნვა
მშობიარობა
სხვადასხვა
განვითარების პერიოდები
ჯანმრთელობა
ზრუნვა და უსაფრთხოება
ქცევა და აღზრდა
სხვადასხვა
განვითარების პერიოდები
ჯანმრთელობა
ზრუნვა და უსაფრთხოება
ქცევა და აღზრდა
სხვადასხვა
განვითარების პერიოდები
ჯანმრთელობა
ქცევა და აღზრდა
სკოლისთვის მზადება
სხვადასხვა
ჯანმრთელობა და სილამაზე
ოჯახი და ურთიერთობები
კარიერა და განვითარება
დასვენება და გართობა
მამიკოებისთვის
პროდუქციის მიმოხილვა
საყიდლების სიები
პროდუქტების რეიტინგები
როგორ შევარჩიოთ
სარჩევი
ორსულობის პერიოდები
ორსულის ჯანმრთელობა
ორსულზე ზრუნვა
მშობიარობა
სხვადასხვა
ორსული
0-1 წლამდე
1-3 წლამდე
3-5 წლამდე
ორსულობის პერიოდები
13.03.2013

ორსულობის IV თვე

ამ თვიდან თქვენ მეორე ტრიმესტრში შეაბიჯეთ. ორსულობის ყველაზე რთული პერიოდი უკანაა და ტოქსიკოზიც აღარ შეგაწუხებთ. ეს ორსულობის ყველაზე კომფორტული ტრიმესტრია.შესაძლოა ამ თვეში მისი პირველი მოძრაობები შეიგრძნოთ და ასევე დაადგინოთ თქვენი პატარას სქესი.

მე-13 კვირა: სიგრძე - 60-70 მმ., წონა - 23 გრამი

ნაყოფის ნაწლავები მუცლის ღრუში გადაინაცვლებს. იწყება შარდის წარმოქმნა, რომელსაც პატარა სანაყოფე წყლებში გამოჰყოფს. ვითარდება ძვლოვანი ქსოვილიც, რომელიც წარმოქმნის თავის ქალასა და კიდურების ძვლებს. ამ ასაკში პატარას საკუთარი ხელის პირში ჩადება და წოვა შეუძლია.

მე-14 კვირა: სიგრძე - 80-90 მმ., წონა - 40 გრამი

სასქესო ორგანოები ჩამოყალიბებულია. პატარას სახე და თვალები თითქმის ჩამოყალიბებულია. მისმა თვალებმა თავზე გვერდითი მდებარეობიდან წინ გადმოინაცვლა. ყურები კი თითქმის საბოლოო პოზიციაში დაფიქსირდა. მისი მკლავები უკვე საკმაოდ გრძელია, კისერი კი მკაფიოდ გამოკვეთილი. სისხლის წითელი უჯრედები უკვე ელენთაში წარმოიქმნება. ბავშვის სქესის დადგენა ულტრასონოგრაფიის მეშვეობით სავსებით შესაძლებელია, რადგან სასქესო ორგანოები უკვე ჩამოყალიბებულია. გოგონებს საკვერცხეები აქვთ, ბიჭებს კი პროსტატა. ნაყოფის თიროიდი წარმოქმნის ჰორმონებს. პატარა ყლაპავს და შეისუნთქავს სანაყოფე წყლებს.

მე-15 კვირა: სიგრძე - 90 - 100 მმ., წონა 70 გრამი

ვითარდება ჩონჩხი და ძვლები. სწრაფად იზრდება და თავზე უჩნდება თმები. ჩანასახს შეუძლია ხელის მტევანი მუშტად შეკრას. მისი თვალები და ყურები საბოლოო პოზიციაშია . ის ხშირად ასლოკინებს და ასე სწავლობს სუნთქვას.

მე-16 კვირა: სიგრძე 10 სმ., წონა - 100 გრამი

პატარა ინტენსიურად მოძრაობს და ასე ავარჯიშებს კუნთებს. შესაძლოა მისი მოძრაობა ჯერ-ჯერობით თქვენთვის შეუმჩნეველია, განსაკუთრებით თუ ეს თქვენი პირველი ორსულობაა. ის ასევე იცვლის სახის გამომეტყველებას და თამაშობს ჭიპლარით. მისი გულისცემა უკვე ჩვეულებრივი სტეტოსკოპითაც ისმინება. ნაყოფის მიმოქცევისა და გამოყოფის სისტემა უკვე სრულყოფილად ფუნქციონირებს.

მე-17 კვირა: სიგრძე - 11 სმ., წონა - 140 გრამი

ნაყოფი უკვე იწყებს კანის ქვეშ ცხიმების შეგროვებას. ცხიმი პატარას დაბადების შემდეგ ტემპერატურის შენარჩუნებაში დაეხმარება. მისი ჩონჩხი ჯერ-ჯერობით რეზინის მაგვარია, მაგრამ მომდევნო კვირების განმავლობაში გამაგრდება. ხერხემლის გარშემო არე იფარება დამცავი სუბსტანციით. სხეულის ზედაპირი იფარება საოფლე ჯირკვლებით. ნაყოფის ზრდასთან ერთად იზრდება და ვითარდება ჭიპლარი და პლაცენტაც, რათა თქვენი პატარას მზარდი მოთხოვნები დააკმაყოფილონ. 

 

Share on print
სტატიები
არქივის ნახვა
15.03.2013 | ორსულობის IX თვე
14.03.2013 | ორსულობის VIII თვე
13.03.2013 | ორსულობის VII თვე
13.03.2013 | ორსულობის VI თვე
13.03.2013 | ორსულობის V თვე
თემატური ვიდეო
ორსულობის IV თვე
თქვენი კალენდარი
სასარგებლო ბმულები
PINK.ge - ჟურნალი ქალებისთვის
4ENGLISH - ისწავლე ინგლისური
კლუბი
ბაზალური ტემპერატურა
daorsuleba
tavbrusxveva
Kitxva-pasuxi
123
საიტის შესახებ
ინფორმაცია და ნავიგაცია
საიტის თაიმლაინი
თემატური ვიდეო
პარტნიორებისთვის
მომხმარებლებს
რატომ უნდა დავრეგისტრირდე
მომხმარებლის პროფილი
ორსულის / ბავშვის წიგნი
განცხადებები
BABYINFO.GE © 2013
Created By Studio Lemon