რეგისტრაცია
ავტორიზაცია
თქვენი ნიკი
თქვენი ელ-ფოსტა
პაროლი
სიახლეების გამოწერა
თქვენი ნიკი
პაროლი
რეგისტრაცია | ავტორიზაცია
რეპროდუქციული ჯანმრთელობა
ორსულობის დაგეგმვა
დაორსულება
სირთულეები
სხვადასხვა
ორსულობის პერიოდები
ორსულის ჯანმრთელობა
ორსულზე ზრუნვა
მშობიარობა
სხვადასხვა
განვითარების პერიოდები
ჯანმრთელობა
ზრუნვა და უსაფრთხოება
ქცევა და აღზრდა
სხვადასხვა
განვითარების პერიოდები
ჯანმრთელობა
ზრუნვა და უსაფრთხოება
ქცევა და აღზრდა
სხვადასხვა
განვითარების პერიოდები
ჯანმრთელობა
ქცევა და აღზრდა
სკოლისთვის მზადება
სხვადასხვა
ჯანმრთელობა და სილამაზე
ოჯახი და ურთიერთობები
კარიერა და განვითარება
დასვენება და გართობა
მამიკოებისთვის
პროდუქციის მიმოხილვა
საყიდლების სიები
პროდუქტების რეიტინგები
როგორ შევარჩიოთ
სარჩევი
ორსულობის პერიოდები
ორსულის ჯანმრთელობა
ორსულზე ზრუნვა
მშობიარობა
სხვადასხვა
ორსული
0-1 წლამდე
1-3 წლამდე
3-5 წლამდე
ორსულობის პერიოდები
13.03.2013

ორსულობის I თვე

ორსულობის პირველი თვე ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. შესაძლოა თქვენ ჯერ არც კი იცით, რომ ორსულად ხართ. ამ დროს განვითარებული მოვლენები კი ძალზედ მნიშვნელოვანია, ფაქტიურად ამ დროს იქმნება თქვენი პატარა. 

 

I და II კვირა: მოსამზადებელი პერიოდი

იმის გამო, რომ ხშირად დედებისთვის უცნობია განაყოფიერების თარიღი ექიმები ორსულობას ითვლიან თქვენი ბოლო მენსტრუალური ციკლის პირველი დღიდან 9 თვისა და ერთი კვირის, ან 40 კვირის მიმატებით. ორსულობის ხანგრძლივობა კი განაყოფიერებიდან საშუალოდ 38 კვირაა. შერჩეული გათვლების მიხედვით კი ორსულობის I და II კვირა განაყოფიერებამდეა. ამ პერიოდში მწიფდება კვერცხუჯრედი.

 

III კვირა: განაყოფიერება

სპერმატოზოიდი და კვერცხუჯრედი ერთიანდება და წარმოქმნიან ზიგოტას, რომელსაც 46 ქრომოსომა აქვს თანაბარი რაოდენობით აღებული როგორც მამის ასევე დედისგან. თქვენი შვილის სქესსა და თვისებებს სწორედ ეს ქრომოსომები განსაზღვრავენ.

 

IV კვირა: იმპლანტაცია

ზიგოტა საშვილოსნოსკენ იწყებს მოძრაობას და თან გამალებით იყოფა. უკვე შეიმჩნევა უჯრედების რამოდენიმე შრე. შიდა შრისგან წარმოიქმნება ემბრიონი, გარე უჯრედებისკან კი მემბრანა, რომელშიც თქვენი პატარა 9 თვეს გაატარებს და მოემზადება დაბადებისთვის. ეს უკვე ბლასტოცისტაა. დაახლოებით მე-5 დღეს ის აღწევს საშვილოსნოს და მე-6 დღეს უკვე მის კედელზე მიმაგრდება და იქ არსებული სისხლძარღვებიდან დაიწყებს კვებას. ამ პროცესს იმპლანტაცია ეწოდება. 

ამ ეტაპზე შესაძლოა ბლასტოცისტა საშვილოსნოს გარეთ მიმაგრდეს, ამას საშვილოსნოს გარე ანუ ეკტოპიკური ორსულობა ეწოდება. შესაძლოა 16 კვირამდე გასტანოს და რეპროდუქციული ორგანოების სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს. მნიშვნელოვანია მისი დროული დიაგნოსტიკა. 

მე-4 კვირაში იწყება პლაცენტის ჩამოყალიბება. პირველი თვის დასასრულს ჩანასახი დაახლოებით 0.85 გრამს იწონის და 0.3 მმ-ია.

ამავე დროს სახლში ჩატარებულმა ორსულობის ტესტმა შესაძლოა დადებითი შედეგი აჩვენოს. 

 

თქვენ ორსულობის I თვეში:

კვერცხუჯრედის განაყოფიერებასთან ერთად თქვენი ორგანიზმი იწყებს დიდი ოდენობით პროჟესტერონის გამომუშავებას, რაც ორსულობის ჯანმრთელი მიმდინარეობისთვის არის აუცილებელი. ამ ჰორმონის ზემოქმედების შედეგად სქელდება რბილდება საშვილოსნოს კედელი, ძლიერდება საშვილოსნოში სისხლის მიმოქცევა რათა ხელი შეეწყოს იმპლანტაციას და ჩანასახის კვებას. ეს პროცესები შესაძლოა თქვენ მიამსგავსოთ წინამენსტრუალურ დისკომფორტს მუცლის არეში. შესაძლოა შენიშნოთ, რომ ხშირად შარდავთ. ამ პროცესების გამო თავს მუდმივად დაღლილად გრძნობთ და ხშირად გჭირდებათ დასვენება. თქვენს სხეულში ხომ ახალი ადამიანი იქმნება! ორსულობის ჰორმონები ასევე ძლიერ ზემოქმედებენ სარძევე ჯირკვლებზე და იწვევენ მათ გაღიზიანებას, მომეტებულ მგრძნობელობას, ხშირად მტკივნეულობას, შესიებას და დარბილებას. ეს ყოველივე კი უსათუოდ აისახება თქვენს განწყობაზე. შესაძლოა ამის გამო მუცელზე წოლა და ძილი გიჭირთ. 

 

Share on print
სტატიები
არქივის ნახვა
15.03.2013 | ორსულობის IX თვე
14.03.2013 | ორსულობის VIII თვე
13.03.2013 | ორსულობის VII თვე
13.03.2013 | ორსულობის VI თვე
13.03.2013 | ორსულობის V თვე
თემატური ვიდეო
ორსულობის I თვე
თქვენი კალენდარი
სასარგებლო ბმულები
PINK.ge - ჟურნალი ქალებისთვის
4ENGLISH - ისწავლე ინგლისური
კლუბი
ბაზალური ტემპერატურა
daorsuleba
tavbrusxveva
Kitxva-pasuxi
123
საიტის შესახებ
ინფორმაცია და ნავიგაცია
საიტის თაიმლაინი
თემატური ვიდეო
პარტნიორებისთვის
მომხმარებლებს
რატომ უნდა დავრეგისტრირდე
მომხმარებლის პროფილი
ორსულის / ბავშვის წიგნი
განცხადებები
BABYINFO.GE © 2013
Created By Studio Lemon