|
2 თვის ჩვილი
ფოტო: კესო, 2 თვის;
გამოგვიგზავნეთ თქვენი შვილების ფოტოები: info@babyinfo.ge;
თქვენი პატარა იზდება. ამ თვის განმავლობაში საშუალოდ ნახევარ ან ერთ კილოგრამს მოიმატებს წონაში, თუ ბუნებრივად კვებავთ, ხოლო თუ ხელოვნურ კვებაზეა, მაშინ ოდნავ მეტს. სიმაღლეში სავარაუდოდ 2.5 სმ-ით გაიზრდება.
სოციალური და ემოციური უნარები: ამ თვის მთავარი მოვლენა თქვენი პატარას ღიმილია, რითიც უზომოდ გაგაბედნიერებთ. პატარას საკუთარი თავის დამშვიდებაც შეუძლია ამ ასაკში. ტირილისას საკუთარ ხელებს მიიტანს პირთან და ასე წყნარდება. ცდილობს, რომ მშობელს უყუროს. პატარა ასევე გამოთხვამს სხვადასხვა ბგერებს და ცდილობს ტავი მიაბრუნოს ხმაურისკენ.
მხედველობა უმჯობესდება და მის ყურადღებას უკვე ფერადი და ფორმებით გამორჩეული საგნებიც იპყრობს. ასევე დიდი ყურადღებით აკვირდება და სწავლობს სახეებს. მოძრავი საგნების აღქმა და მათზე თვალის მიდევნება უკეთ გამოსდის.
ძილი: ოფრო ხანგრძლივ პერიოდებს ატარებს ძილში, მაგრამ ღამით ერთხელ მაინც მოგიწევთ ადგომა.
მოტორული უნარები: უკეთ და უფრო ხანგრძლივად ახერხებს თავის დაჭერას. თუ მუცელზე დააწვებთ ეცდება სხეული ზემოთ აზიდოს. ხელ-ფეხს უფრო მოწესრიგებულად ამოძრავებს და იმორჩილებს. შეუძლია მოეჭიდოს მისთვის სასურველ საგანს, მაგრამ ჯერ არ იცის როგორ გაუშვას ხელი, ამიტომ მოუფრთხილდით თმებს.