|
3 თვის ჩვილი
ფოტო: კესო, 3 თვის;
გამოგვიგზავნეთ თქვენი შვილების ფოტოები: info@babyinfo.ge;
თქვენი პატარა ამ თვის განმავლობაშიც ჩვეული რითმით განაგრძობს ზრდას. წონაში 0.5-1 კგ-ს მოიმატებს, ხოლო სიგრძეში დაახლოებით 2.5 სმ-ს. ვითარდება მისი უნარებიც:
მოტორული უნარები: თავისა და კისრის კუნთები უვე საკმაოდ განვითარებულია და ამიტომ პატარას თავი უკეთ და თითქმის გაუნძრევლად უჭირავს. ზურგზე წოლისას უკვე თავის წამოწევაც შეუძლია, ხოლო მუცელზე წოლისას ადვილად წევს თავს, კისერს და გულმკერდსაც კი. იშვიათად ამ ასაკში ბავშვებს მუცელზე მწოლიარე პოზიციიდან გადმობრუნებაც შეუძლიათ. ასევე შეუძლია გაშლილი ხელის მტევნების ერთმანეთთან მიტანა და თითებთან თამაში.
ძილი: შესაძლოა 3-4 თვის ასაკიდან ღამის განმავლობაში შეუწყვეტლად ძილი შეძლოს.
ადამიანების გარჩევა: თქვენი პატარა უკვე ყველასგან გამოგარჩევთ თქვენ და მიუხედავად იმისა, რომ ყველას უღიმის და ეთამაშება, მაინც ხვდება ვინ არის მისთვის მეტად ახლობელი და ვინ უბრალოდ სტუმარი.
შეხება: მისთვის მეტად მნიშვნელოვანია და ასე სწავლობს საგნებსა და მათ თვისებებს. ეცადეთ მეტად ნაირფეროვანი ნივთებთან შეახოთ, ასევე ხშირად მოეფეროთ და ეალერსოთ. გაუკეთეთ მასაჟი.
სმენა და მხედველობა: ორივე შეგრძნება უკეთ აქვს განვითარებული, ამიტომ ბევრი ესაუბრეთ, უკითხეთ და ათვალიერებინეთ წიგნები. ასევე ეცადეთ შეძლებისდაგვარად მეტ ადამინათან ჰქონდეს კონტაქტი და მათთან ურთიერთობას ასე მიეჩვიოს.
ამ ასაკში ასევე შეუძლიათ სიცილი. განვითარებული აქვს ყნოსვა და ცნობს თქვენს სუნს.