|
5 თვის ჩვილი
ფოტო: კესო, 5 თვის
გამოგვიგზავნეთ თქვენი შვილების ფოტოები: info@babyinfo.ge
თქვენი პატარა იზრდება. ის წონაში საშუალოდ 0.5-1 კგ-ს იმატებს 1 თვის განმავლობაში ხოლო სიმაღლეში დაახლოებით 2.5 სმ-ს.
პატარა უკეთ გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებებს. გეხუტებათ, გიცინით, გკოცნით, აწეული ხელებით განიშნებთ, რომ სურს ხელში აიყვანოთ. იცინის თქვენს ხუმრობებზე. გაფაციცებით გისმენთ და ასე სწავლობს ენას. ძალიან მალე საკუთარ სახელსაც იცნობს და ყურადღებას მოგაქცევთ, როდესაც დაუძახებთ.
დაჯდომა: უკვე საკმარისად განვითარდა და ცოტა ხნით დამოუკიდებლად დაჯდომა შეუძლია. თუ იატაკზე დასვამთ და ფეხებს ფართოდ გაუშლით, უფრო დიდხანს შეძლებს ამ მდგომარეობაში სხეულის შეჩერებას. ფეხებს შორის სათამაშო დაუდეთ და გაეცალეთ, თუმცა ახლოს დარჩით, რომ თუ წაიქცევა სწრაფად მიეშველოთ.
გამეორება: პატარებს უყვართ გამეორება, როგორც ნაცნობი ბგერების ასევე ქცევების. შეასძლაო ამან გაგაღიზიანოთ, მაგრამ მოთმინებით მოეკიდეთ გამეორება ხომ ცოდნის დედაა?!
მხედველობა: უკეთ ხედავს. ამჩნევს მოძრავ ობიექტებს, იატაკზე დაგდებულ ნივთებს. შეუძლია საგნების ცნობა, თუ მათ ნაწილობრივ ხედავს. მალე ისწავლის, რომ შესაძლებელია საგნები მაინც არსებობდეს, განურჩევლად იმისა ხედავთ თუ არა ის მათ. ეს დამალობანას თამაშში დაეხმარება.
მისთვის უკვე საინტერესო ხდება სეირნობა, ამიტომაც ხშირად გამოიყვანეთ გარეთ, მხოლოდ არ გადაღალოთ.