|
11 თვის ჩვილი
ფოტო: საბა ჩაჩავა, 11 თვის;
გამოგვიგზავნეთ თქვენი შვილების ფოტოები info@babyinfo.ge-ე!
ზრდა: პატარა სტაბილურად იმატებს თვეში დაახლოებით 0.5 კგ-ს წონაში და 1-2 სმ-ს სიმაღლეში.
ქცევა: თქვენს პატარას ესმის მარტივი ინსტრუქციები და შენიშვნები. ასევე ესმის როდესაც ეუბნებით “არა”-ს , მაგრამ ყოველთვის არ გიჯერებთ. ამიტომ, ფრთხილად გამოიყენეთ ამკრძალავი სიტყვები, და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოიყენეთ ისინი, რათა ძალა და ფასი არ დაუკარგოთ. მაგალითად, მხოლოდ მაშინ გამოიყენეთ, როდესაც რაომე მისთვის სახიფათოს აკეთებს. სხვა დანარჩენ შემთხვევაში კი ეცადეთ, რომ არასასურველ ქმედებას მოარიდოთ, ან ხელი შეუშალოთ, ან სხვა რამეზე გადაუტანოთ ყურადღება. დაუწესეთ ქცევის საზღვრები და პირველ რიგში თავად დაიცავით ისინი, შემდეგ კი მას მოსთხოვეთ.
მოტორული უნარები: პატარა სულ უფრო დამოუკიდებელი ხდება რადგან შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება და ასევე თქვენი დახმარების გარეშე ჭამა. ამის გავლენით მასში მატულობს დამოუკიდებლობის განცდა და მეტი თავისუფლების წყურვილი.
კომუნიკაცია: კარგი დროა იმისათვის, რომ წიგნებით დააინტერესოთ. წაიყვანეთ წიგნების მაღაზიაში და ნება მიეცით თავად აირჩიოს წიგნი. მიეცით წიგნთან ურთიერთობის საშუალება ამ ასაკიდანვე, რომ შეიყვაროს წიგნები.
მას უკეთ ესმის თქვენი საუბარი და ისიც ცდილობს თავის სიტყვები მაქსიმალურად მიამსგავსოს სწორ ფორმას. ეს ის სიტყვებია, რომელთა მნიშვნელობაც მას ესმის. ესაუბრეთ და შეუნარჩუნეთ ინტერესი მეტყველებაში.