|
2 წლის და 3-4 თვის ბავშვი
მოძრაობა: ამ ასაკში პატარებს უვითარდებათ უფრო დახვეწილი მოძრაობების შესასრულებლად საჭირო კუნთები. მათ შეუძლიათ მცირე ზომის საგნების აღება, კუბიკების აშენება-დანგრევა, ფეხსაცმლის გახდა. უკვე განვითარებულია წონასწორობისა და ბალანსის დასაცავად საჭირო კუნთები, ამიტომ შეუძლიათ ცალი ხელით ჭიქის დაჭერა, ან ცალ ფეზე ხანმოკლე დროით დგომას. მან ასევე შეიძლება თავისუფლად მართოს სამ ბორბლიანი ველოსიპედი.
საუბარი: პატარას უკვე შეუძლია საუბარი მისთვის საინტერესო და ნაცნობ საკითხებზე. მის მიერ წარმოთქმული წინადადებები მართალია გამართული არ არის, მაგრამ ის ცდილობს საკუთარი აზრების გამოხატვას. თუ თქვენს მიიღებთ ამ საუბრებში აქტიურ მონაწილეობას, ამით დიდად დაეხმარებით მათ. ამიტომაც ესაუბრეთ, მოუსმინეთ ყურადღებით და დაუსვით კითხვები. აუცილებლად ადროვეთ ათიოდე წამი პასუხის მოსაფიქრებლად.
უსაქციელობის შემოტევები: მიუხედავად იმისა, რომ თქვენმა პატარამ ისწავლა თავისი თავის კონტროლი, უსაქციელობის ზოგიერთ შემოტევას ის მაინც ვერ გაუმკლავდება. როდესაც ეს მოხდება ეცადეთ მისი ყურადღება ამის გამომწვევი მიზეზებიდან სხვა რამეზე გადაიტანოთ. ასევე თავად შეიკავეთ თავი იმისგან, რომ მხოლოდ უსაქციელობის გამო დაუთმოთ. გამოიჩინეთ სიმტკიცე და ამავდროულად სირბილე მისი დამშვიდებისას.
წესები: დროა გააცნოთ ქცევის წესები. აუცილებლად დაუსაბუთეთ ყველა წესი, რომელსაც მისცემთ და აუხსენით რატომ აიძულებთ მათ დაცვას. ასე უფრო დაგიჯერებთ. პირველ რიგში თავად ეცით პატივი ამ წესებს და მათ დაცვას, ნუ დაივიწყებთ, რომ მათ შესრულებას აიძულებთ.
Original image URL: http://www.flickr.com/photos/littlemonkeybutt/3373943257/
Title: roaaaaar