|
2 წლის და 5-6 თვის ბავშვი
გონებრივი განვითარება: ამ ასაკში ბავშვს შეუძლია ფერების ცნობა და ჩამოთვლა, თუმცა ჯერ ისევ უჭირს ლურჯი და მწვანე ფერის გარჩევა ერთმანეთისგან.
სოციალური უნარჩვევები: ის უფრო დაინტერესებულია სხვებთან თამაშით და ურთიერთობით, თუმცა ძალიან უჭირს მათთან თავისი სათამაშოებისა და თქვენი ყურადღების გაზიარება.
ქოთანი: თანდათანობით ავარჯიშეთ პატარა ქოთანზე ჯდომაში. დღეში ერთხელ განსაზღვრულ დროს დასვით ქოთანზე. თუ ეს სავარჯიშო არ მოსწონს, მაშინ რამდენიმე დღით გადადეთ ქოთანი და მოგვიანებით სცადეთ. თუ დაინტერესდა აუხსენით, რომ უფროსები ტუალეტში დადიან და უნიტაზზე დაჯდომამდე ტანსაცმელს იხდიან. ქოთანზე ჯდომაში სავარჯიშოდ ზაფხული უფრო მოსახერხებელი დროა.
ცუდი ქცევა: შესაძლოა ამ ასაკში ბავშვი ძალადობის ნიშნებს ამჟავნებდეს სხვების მიმართ, მაგალითად ცემით, კბენით და უბრალოდ უხეშად მოქცევით. ასე იმიტომ იქცევა, რადგან მან არ იცის რომ ამით სხვებს ტკენს და აწყენინებს. ნუ ეცდებით ეს მის მიმართ იგივე ქცევით გააგებინოთ, უბრალოდ აუხსენით, რომ ეს ცუდი საქციელია და დაანახეთ მისი საქციელის შედეგი.
Original image URL: http://www.flickr.com/photos/alohateam/4529046139/
Title: 107.365_potty_training_jaiden