|
3 წლის და 1-2 თვის ბავშვი
3 წლიდან თქვენი პატარა ძალიან დამოუკიდებელია და უკვე ბევრი რამის გაკეთება შეუძლია თქვენი დახმარების გარეშე: ჩაცმა, ჭამა, მოძრაობს დამოუკიდებლად, თუმცა ცერებზე სასიარულოდ და ერთ ფეხზე დასადგომად გარკვეული ძალისხმევა სჭირდება. ის ასევე ცნობს ფერებს, მაგრამ ყველას ვერა.
უკვე დროა, რომ კარგი მანერები და მოქცევის წესები ასწავლოთ. ეცადეთ, რომ ხშირად ისადილოთ და ივახშმოთ მთელმა ოჯახმა ერთად და ეს სადილები აქციოთ ურთიერთობის გაკვეთილებად თქვენი შვილისთვის, ის ხომ თქვენგან ბევრ რამეს სწავლობს.
შესაძლოა თქვენს პატარას წარმოსახვითი მეგობარი ჰყავს, რომელსაც ნამდვილივით ექცევა. ნუ შეგაშინებთ ეს ფაქტი და მხარი აუბით მას. დაკვირვება აჩვენებს, რომ ასეთი პატარები უფრო კრეატიულები, კომუნიკაბელურები და დამოუკიდებლები იზრდებიან.
შეუძლია დათვლა, მაგრამ რაოდენობის არსს ჯერ კარგად ვერ აღიქვამს. ეს იმიტომ ხდება, რომ მისი აღქმა ზედაპირულია და მხოლოდ გარეგნული შეხედულებით განსჯის, ანუ ფიქრობს, რომ რაც დიდია ის მეტია. პატარა დიდ ინტერესს იჩენს საკუთარი სახელის მიმართ და მისი დაწერის სურვილიც უჩნდება.
Original image URL: http://www.flickr.com/photos/timsamoff/3288553144/
Title: Josiah Juxtaposed