|
3 წლის და 5-6 თვის ბავშვი
თქვენი პატარა უხერხული კითხვების დასმას იწყებს, თან ხმამაღლა და საჯაროდ. ეს ალბათ საგონებელში გაგდებთ, მაგრამ დამშვიდდით და ეცადეთ, რომ პირდაპირ და მარტივად უპასუხოთ, მოგვიანებით კი ესაუბროთ მას საჩოთირო თემებზე.
მისი საუბარი სულ უფრო დახვეწილია, როგორც ფორმით ასევე შენაარსით. ის უკვე სხვადასხვა ისტორიებს გიამბობთ, რომლებიც ნაწილობრივ მს გამოცდილებას ეყრდნობა, ნაწილიც კი ფანტაზიის ნაყოფია. მოუსმინეთ და მიხვდებით, თუ რამდენად სრულყოფილად აღიქვამს ის სამყაროს. მოუსმინეთ დაუსვით მას კითხვები და გააღრმავეთ ისტორიები ერთად.
შეამჩნევდით, რომ პატარა ცდილობს წერას და თუ ადრე დაეხმარეთ ამ უნარის გამომუშავებაში , მაშინ მას უკვე შეუძლია საკუთარი სახელის გამოხატვა. წაახალისეთ, ეცადეთ, რომ მუდამ ახლოს ჰქონდეს ფურცლები და სქელი ფანქრები. მისი წერა, ახლა ხატვიდან უნდა გამომდინარეობდეს. ამიტომაც ნუ მიაქცევთ ყურადღებას ფორმების სიზუსტესა და პროპორციებს.
თუ თამაშისას დააკვირდებით, შენიშნავთ, რომ დიალოგებს ახმოვანებს, ზოგჯერ კი უფროსების საუბარს ბაძავს.
Original image URL: http://www.flickr.com/photos/carbonnyc/3203023874/
Title: Putting the "Je" in Photogenic