|
3 წლის და 9-10 თვის ბავშვი
ფოტო: ანასტასია ჯანყარაშვილი, 3 წლის და 9 თვის;
Babyinfo.ge- ზე განსათავსებლად გამოგვიგზავნეთ თქვენი შვილების ფოტოები info@babyinfo.ge-ზე !
ალბათ ამჩნევთ, რომ თქვენი პატარა კომპიუტერისკენ მიილტვის. ამ ასაკში სასურველია მოარიდოთ კომპიუტერს შეძლებისდაგვარად, მაგრამ თუ ვერ ახერხებთ, მაშინ დღეში მხოლოდ 1 საათით და ისიც თქვენი თანდასწრებით მიეცით ნება, რომ საგანმანათლებლო შეინაარსის (თვლა, კითხვა, ხატვა...) გვერდები, აპლიკაციები და თამაშები გამოიყენოს.
თქვენი პატარა ახლა სიტყვებს იგონებს, აჰყევით თამაშში და არ დაგავიწყდეთ, მისი შედევრების ჩანიშვნა.
ამ ასაკში ბავშვის იუმორის გრძნობა ვიზუალურია, მას ეცინება იმაზე რასაც ხედავს. მოისულელეთ თავი და იჯამბაზეთ მისთვის. ასევე შეგიძლიათ კარგად გაერთოთ თუ განგებ დაუშვებთ შეცდომებს მისთვის ნაცნობ ისტორიაში და ასე ავარჯიშოთ მისი გონება.
თუ ამ ასაკში თქვენი პატარა მოძრაობის უნარებში ჩამორჩება, ნუ იდარდებთ, ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და თავისებური ტემპით ვითარდება. კოორდინაცია და ბალანსი კი საკმაოდ რთული უნარებია და მათ განვითარებას დრო სჭირდება.