|
4 წლის და 1-2 თვის ბავშვი
4 წლის ასაკში ბავშვები მხიარულები და კომუნიკაბელურები არიან. ისინი მარჯვედ იყენებენ ძირითად უნარებს: ლაპარაკი, სირბილი, ხატვა, შენება. ყველაზე მორცხვებიც კი თავს კარგად გრძნობენ სხვების კომპანიაში.
შესაძლოა მისი ტვინის ის ნაწილი, რომელიც ვიწრო ვიზუალურ აღქმას განაგებს ჯერ სათანადოდ არ არის განვითარებული, ამიტომაც სკურპულოზური სამუშაოს შესრულება მაინც უჭირს და მოთმინებასაც ადვილად კარგავს, რადგან ეს უნარი ამ ასაკში დეფიციტურია.
ზრდასთან ერთად იზრდება და იხვეწება მისი თანაგრძნობა სხვა ადამიანების მიმართ. მათ უკეთ ესმით ადამინების სიტყვები, ჟესტები და მაშინაც კი როდესაც ეს ადამიანები გვერდით არ არიან და მათ ამბავს უყვებით, ძლიერ განიცდიან.
Original image URL: http://www.flickr.com/photos/tanya_little/6280379759/
Title: Ryan and Cody