|
4 წლის და 5-6 თვის ბავშვი
4 წლისა და ნახევრის ასაკში ბავშვის წარმოსახვა აქტიურად ვითარდება და ეს ყველაზე თვალსაჩინოდ მის თამაშში გამოიხატება, რომლის დროსაც მას ყველა როლი შეუძლია მოირგოს, ან უბრალო ჯოხი ლაზერულ იარაღად წარმოადგინოს.
პატარა ძალიან ცნობისმოყვარე მოსაუბრეა და მუდმივად კითხვებს სვამს. იზრდება მისი სიტყვათა მარაგიც. ის დღეში 4-5 ახალ სიტყვას სწავლობს. რთულდება მისი წინადადებებიც და იმ ინფორმაციის შენაარსიც, რომლის გადმოცემასაც ის ცდილობს. თუ დააკვირდებით შეამჩნევთ, რომ ის ასევე ახდენს მისი საუბრის ადაპტაციას თანამოსაუბრის მიხედვით. მაგალითად სხვაგვარად ესაუბრება მასზე პატარა ბავშვს.
ამ ასაკში ბავშვს უკვე ადვილად შეუძლია მრავალმოქმედებიანი ინსტრუქციის შესრულება. ითვლის 10-მდე, თუმცა ზოგჯერ ერევა თანმიმდევრობა.
Original image URL: http://www.flickr.com/photos/fdevillamil/3551961242/
Title: Timothée, thinking