რეგისტრაცია
ავტორიზაცია
თქვენი ნიკი
თქვენი ელ-ფოსტა
პაროლი
სიახლეების გამოწერა
თქვენი ნიკი
პაროლი
რეგისტრაცია | ავტორიზაცია
რეპროდუქციული ჯანმრთელობა
ორსულობის დაგეგმვა
დაორსულება
სირთულეები
სხვადასხვა
ორსულობის პერიოდები
ორსულის ჯანმრთელობა
ორსულზე ზრუნვა
მშობიარობა
სხვადასხვა
განვითარების პერიოდები
ჯანმრთელობა
ზრუნვა და უსაფრთხოება
ქცევა და აღზრდა
სხვადასხვა
განვითარების პერიოდები
ჯანმრთელობა
ზრუნვა და უსაფრთხოება
ქცევა და აღზრდა
სხვადასხვა
განვითარების პერიოდები
ჯანმრთელობა
ქცევა და აღზრდა
სკოლისთვის მზადება
სხვადასხვა
ჯანმრთელობა და სილამაზე
ოჯახი და ურთიერთობები
კარიერა და განვითარება
დასვენება და გართობა
მამიკოებისთვის
პროდუქციის მიმოხილვა
საყიდლების სიები
პროდუქტების რეიტინგები
როგორ შევარჩიოთ
სარჩევი
ჯანმრთელობა და სილამაზე
ოჯახი და ურთიერთობები
კარიერა და განვითარება
დასვენება და გართობა
მამიკოებისთვის
ორსული
0-1 წლამდე
1-3 წლამდე
3-5 წლამდე
ჯანმრთელობა და სილამაზე
26.10.2018

ფსიქიკური ჯანმრთელობა

სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობის საკითხს და დღეს ბევრი ადამიანი ეთანხმება იმ აზრს, რომ ის არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე ფიზიკური ჯანმრთელობა. პირადად მე ვთვლი, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა პირველადია და უფრო მეტად მნიშვნელობანიც რადგან სწორედ მას ეფუძნება ჩვენი ფიზიკური ჯანმრთელობაც, ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობაც და მთელი ჩვენი ცხოვრებისეული კეთილდღეობაც. აღსანიშნავია, რომ ზრდასრული ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობასაც მის ბავშვობაში ეყრება საფუძველი და არის მთელი რიგი საკითხებისა, რაც ბავშვის აღზრდის პროცესში უნდა გავითვალისწინოთ უფროსებმა. 

მედიცინას უკვე შეუძლია დაადგინოს, დაასახელოს და მართოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები როგორიცაა დეპრესია, ნერვული აშლილობა, ფსიქოზი და ასე შემდეგ, მაგრამ როგორ განსაზღვრავს ის ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანს?

ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი სრულად და ადექვატურად აფასებს მის პოტენციალს, შეუძლია სტრესთან ცხოვრების სირთულეებთან გამკლავება, ნაყოფიერად შრომა, მონაწილეობს და თავის წვლილი შეაქვს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ფსიქიკური ჯანმრთელობა ყველა ასაკში მნიშვნელოვანია და პრობლემის ადრეული ნიშნები შეიძლება იყოს შემდეგი:

  •  
    • ძილის და ჭამის დარღვევები (სიჭარბე ან ნაკლებობა)
    • ადამიანებზე ან ჩვეული მოქმედებებზე სისტემატიური თავის არიდება
    • ენერგიის მუდმივი ნაკლებობა
    • გაშეშება, თითქოს არაფერს აქვს აზრი
    • აუხსნელი ტკივილები და ჯანმრთელობის ჩივილები (დაავადების და ფიზიკური მიზეზის გარეშე)
    • სასოწარკვეთა და უიმედობა
    • სიგარეტის, ალკოჰოლისა არანორმირებული და ჭარბი გამოყენება; 
    • ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება;
    • უჩვეულოდ დაბნეულობა, გულმავიწყობა;
    • ხშირი განცდა იმისა, რომ თითქოს ზღვარზე ხართ
    • სიბრაზის, შიშის და შფოთვის განცდა;
    • ოჯახის წევრებთან სისტემატიური ყვირილი და ჩხუბი
    • ხასიათის და განწყობის მოულოდნელი ცვლილებები, რაც თქვენს ურთიერთობებს ვნებს
    • აკვიატებული ფიქრები ან მოგონებები, რომელთაგანაც ვერ თავისუფლდებით
    • როდესაც გესმით ხმები ან იჯერებთ იმას რაც სიმართლეს არ შეესაბამება
    • როდესაც ფიქრობთ საკუთარი თავის, ან სხვების დაზიანებაზე, ზიანის მიყენებაზე…
    • გიჭირთ ყოველდღიური საქმეების და მოვალეობების შესრულება 

ხშირად ადამიანი ხანგრძლივი დროის განმავლობაში უგულებელყოფს ამ სიმპტომებს და არ ახდენს საჭირო ცვლილებებს მის იპრობლემების მოსაგვარებლად. მისი ცხოვრების ხარისხი და ხალისი ხომ საოცრად დაბალია ამ შემთხვევაში, მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ რამდენად დიდი ზიანი ადგებათ ამითი მის გარემოცვას? ოჯახის წევრებს? თანამშრომლებს? როდესაც ასეთი ადამიანი მუშაობს ექიმად ან მასწავლებლად? მძღოლად? როდესაც ადამიანი, რომელიც ამ მძიმე სიმპტომატიკით იტანჯება და ის ჩვენს მეზობლად ცხოვრობს? ან მასთან გასაუბრებაზე მიდიხართ? და თუ პოლიციელია და საჯარო მოხელე? როგორ ფიქრობთ არ არის აუცილებელი ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხზე მეტი ყურადღებით, თანაგრძნობითა და გაგებით მოკიდება?


როგორ მოვიქცეთ თუ ეს სიმპტომები გვაწუხებს?

პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ დააიდეტიფიციროთ პრობლემა; 

მიმართეთ პროფესიონალს, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების მიმართ მოქმედებს არასასურველი სტიგმა, სჯობს რომ ამ პრობლემის წინაშე მარტო არ იყოთ. ეს ქმედებები კი დაგეხმარებათ რომ მდგომარეობაჩ გაიუმჯობესოთ და მსგავსი პრობლემების რისკი შეამციროთ: 

დაუთმეთ დრო და ყურადღება საკუთარ თავს, გამოიძინეთ, დაისვენეთ და კარგად იკვებეთ; 

მნიშვნელოვანია რეგულარული ფიზიკური აქტივობები. აირჩიეთ სურვილისამებრ ვარჯიში, იოგა, ცურვა და წყლის პროცედურები;

იყავით პოზიტიური

ზოგჯერ რთულია, მაგრამ თუ მოინდომებთ ნამდვილად შეძლებთ მოვლენების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების შეცვლას. არსებობს ერთი მარტივი სავარჯიშო: ყოველი დღის ბოლოს გაიხსენეთ რაიმე ერთი დადებითი მოვლენა, რაც იმ დღეს მოხდა და ჩაწერეთ. 

და მეორე, როდესაც რაიმე თქვენი შეფასებით უარყოფითი ხდება, დაფიქრდით და მოუძებნეთ ამ მოვლენას რაიმე დადებითი მხარეც ფრაზა-შეკითხვით: შესაძლებელია თუ არა, რომ ამ მოვლენას ჰქონდეს რაიმე დადებითი შედეგი? 


სოციალური როლი

ადამიანი საზოგადოების ნაწილია და კუთვნილების და რეალიზების მოთხოვნილება აქვს. ჩვენ გვჭირდება საკუთარი როლის და მნიშნელობის გაცნიბიერება და შესრულება, გვჭირდება რომ საზოგადოებას და სხვებსაც მოვუტანოთ სარგებლობა, გარდა ამისა ეს საკუთარი თავიდან და პრობლემებიდან ყურადღების გადატანის და განტვირთვის საშუალებაცაა. ამიტომაც აქტიურად მიიღეთ მონაწილეობა საზოგადოებრივ და საერთო საქმეებში. იზრუნეთ სხვებზე და დაეხმარეთ მათ ვისაც ეს სჭირდება.


ფსიქიკურ ჯანმრთელობას განაპირობებს სამი შემადგებელი:

  • მემკვიდრეობითობა
  • გენები და თავის ტვინში მიმდინარე ბიოქომიური პროცესები
  • ცხოვრებისეული გამოცდილებები

ცხოვრებისეული გამოცდილებების ათვლა მუცლადყოფნის პერიოდიდანვე იწყება და აღსანიშნავია, რომ ძალიან დიდია მომავალი დედის მდგომარეობის გავლენა ნაყოფზე:

  • ორსულობისას ეცადეთ დაისვენოთ რამდენიც გჭირდებათ, იკვებოთ და იმოძრაოთ საკმარისად და შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა;
  • ცხოვრების პირველი დღიდანვე მნიშვნელოვანია ჯანმრთელი კავშირის ჩამოყალიბება მშობელთან, აქაჩ უფრო მნიშვნელოვანია დედის როლი, ან იმ ადამიანის ვინც უშუალოდ ზრუნავს ბავშვზე ცხოვრების პირველივე დღიდან. ჯანმრთელი კავშირი, რომელშიც ბავშვი თავს უსაფრთხოდ გრძნობს მნიშვნელოვანია. იმას თუ რამდენად ჯანსაღი მიჯაჭვულობა არსებობს დედასა და ბავშვს შორის ექსპერიმენტულად ამოწმებენ: დედა და ბავშვი ერთად შედიან ოთახში სადაც სათამაშოებია, შემდეგ დედა გამოდის ოთახიდან ხანმოკლე დროით და როდესაც ბრუნდება, აკვირდებიან ბავშვის რეაქციას:
  • თუ ბავშვი დედის დანახვაზე მასთან მოვა, გაოხატავს თავის სიხარულს პოზიტიურად, მაგ. ჩახუტებით და შემდეგ თამაშს განაგრძობს - ეს ჯანსაღი მიჯაჭვულობის მანიშნებელია;
  • არასრულფასოვნად მიჯაჭვულობის შემთხვევაში ბავშვების რეაქცია დედის დანახვაზე ამბივალენტურია, ისინი ზოგჯერ ვერ მშვიდდებიან და ვერ აგრძელებენ თამაშს. 

ჯანსაღი მიჯაჭვულობის გარდა არსებობს სხვადასხვა ქმედებები, რითიც შეგვიძლია პოზიტიურად ვიმოქმედოთ ბავშვის ფსიქიკაზე:

  • მოუსმინეთ გულდასმით და შეეცადეთ გაიგოთ რისი გადმოცემა სურს 
  • დაუჯერეთ რასაც ამბობს 
  • უთხარით სიმართლე, მისი ცოდნის და ინფორმირებულობის ფარგლებში 
  • დაუთმეთ დრო პირადად მას
  • შეზღუდეთ მისი და თქვენი ელექტრონული მოწყობილობებთან გატარებული დრო
  • გამოუმუშავეთ ჯანსაღი ჩვევები ძილის, დასვენების, მოდუნების, კვების საკითხებში
  • ასწავლეთ უსაფრთხოება და თავის დაცვა
  • თამაში და ფიზიკური აქტივობა გახადეთ სავალდებულო
  • ეცადეთ, რომ მის გვერდით ჯანმრთელი ადამიანები იყვნენ
  • გამოხატეთ მათ მიმართ სიყვარული უხვად და ნდობა
  • იმხიარულეთ ერთად
  • აცადეთ როდესაც თავად მხიარულობს
  • ეცადეთ, რომ ბუნებასთან ახლოს და სოფელში საკმარისად გაატაროს დრო
  • ასწავლეთ ცხოველებთან ურთიერთობა და შესაძლებლობისა და სურვილის შემთხვევაში იყოლიეთ შინაური ცხოველები


წყარო:

https://youtu.be/WjOowWxOXCg

https://www.mentalhealth.gov/basics/what-is-mental-health

Share on print
სტატიები
არქივის ნახვა
26.10.2018 | ფსიქიკური ჯანმრთელობა
25.02.2014 | გსურთ მუცელი მოიშოროთ? ჩვენ გირჩევთ რომელი მეთოდი უნდა ამოირჩიოთ
17.02.2014 | ცელულიტის საწინააღმდეგო ვარჯიშები - როგორ გავუმკლავდეს ამ პრობლემას?
10.02.2014 | რამოდენიმე მარტივი რჩევა როგორ მოვუარუთ მკერდს
06.02.2014 | ლაქტაციის გაზრდა
თემატური ვიდეო
მიჯაჭვულობა და ფსიქიკური ჯანმრთელობა ბავშვებში
თქვენი კალენდარი
სასარგებლო ბმულები
PINK.ge - ჟურნალი ქალებისთვის
4ENGLISH - ისწავლე ინგლისური
კლუბი
ბაზალური ტემპერატურა
daorsuleba
tavbrusxveva
Kitxva-pasuxi
123
საიტის შესახებ
ინფორმაცია და ნავიგაცია
საიტის თაიმლაინი
თემატური ვიდეო
პარტნიორებისთვის
მომხმარებლებს
რატომ უნდა დავრეგისტრირდე
მომხმარებლის პროფილი
ორსულის / ბავშვის წიგნი
განცხადებები
BABYINFO.GE © 2013
Created By Studio Lemon